Wednesday, May 7, 2014

დღე 3

კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგ-დღე გვქონდა,დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, ჩვენი პროექტებისთვის შევარჩიეთ ესგ-ს საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,ასევე შევარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ ამ პროექტზე მუშაობის დროს,გადავხედეთ ბლუმის ტაქსონომიას. ასევე ვისწავლეთ online კოლაბორაცია-თანამშრომლობა,Google.doc-ებიდან გავაზიარეთ დოკუმენტები,რისთვისაც დაგვჭირდა დოკუმენტის 2-ჯერ გარდაქმნა,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე...ასევე გავაკეთეთ ჩანართები ჩვენს ბლოგებზე, შევაჯამეთ ეს დღეც,მივიღეთ დავალება ჩვენი უსაყვარლესი ქ-ნ ნათიასგან.იმედი მაქვს, ჩვენი ბლოგები თანდათან გალამაზდება და საინტერესო გახდება...

3 comments:

  1. ვაიმე რა სრულყოფილად ჩამოგიყალიბებიათ მთელი დღის საქმიანობა,გისურვებთ წარმატებებს

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, თქვენც წარმატებებს გისურვებთ.

      Delete
  2. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა, გისურვებთ წარმატებებს!!!

    ReplyDelete