Friday, June 6, 2014

დღე 9

ჩვენი ტრენინგი დასრულდა... დიდი სურვილი მქონდა, ეს მოდული გამევლო. ჩემი მოლოდინი გამართლდა, ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ, დღეს გავაკეთეთ ჰიპერლინკები პროექტის გეგმაში, პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე, ასევე ვისწავლეთ დოკუმენტის ჩამატება ბლოგზე ატვირთულ მასალებში (საქაღალდეებში). ტრენინგის ბოლოს- პრეზენტაციები...ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჯერ არ გამივლია...მადლობა, ნათია... ყველას გისურვებთ წარმატებებს  :)  :)

ჩემი პროექტის პორტფოლიო

"მაკნატუნა"-ყველაფერი შოუს შესახებ"-პროექტის პორტფოლიო

Thursday, June 5, 2014

დღე 8

დღეს ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და მოგვიანებით ვწერ რეფლექსიას. მოვამზადეთ ფასილიტაციის დოკუმენტი, პროექტის გეგმაში გავწერეთ აქტივობები, ასევე სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, დამხმარე რესურსები. დავასრულეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე მუშაობა, ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის  :)

Wednesday, June 4, 2014

დღე 7

დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გავწერეთ აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით, გავიხსენეთ გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის" თეორია, ძალიან მომეწონა ნათიას პრეზენტაცია. ასევე გავაკეთეთ თვითშეფასების რუბრიკა...ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია, ბლოგზე გვერდის დამატება ძალიან სახალისო იყო, ასევე დავიწყეთ მოსწავლეთა დამხმარე დოკუმენტის შექმნა. ვერც გავიგეთ, ისე გვიდა ოთხი საათი... ნათია ნამდვილი საოცრებაა  :)

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

Thursday, May 29, 2014

დღე 6

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო. დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი. ვფიქრობ, კარგი აფიშა გამომივიდა. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება Word-ში, Excel-ში, PowerPoint-ში. პროექტის გეგმაში შევავსეთ საბაზისო უნარ-ჩვევების ნაწილი, გავაკეთეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკა, დავიწყეთ პროექტის გეგმებში აქტივობების გაწერა. მივიღეთ დავალება ჩვენი საყვარელი ნათიასგან. საოცრად ენერგიული ტრენერი გვყავს, მის გვერდით დაღლას ვერ ვგრძნობთ.

Wednesday, May 28, 2014

დღე 5

ჩვენი ტრენინგი ისევ გრძელდება. დღეს განვსაზღვრეთ შეფასების მეთოდების მიზნები და ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვარგოთ ეს შეფასებები ჩვენ საჭიროებებს. მოვამზადეთ ციტირებული დოკუმენტი, Youtube-ზე შერჩეული ვიდეო გადავიტანეთ ბლოგზე, მოსწავლის როლიც მოვირგეთ და დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნა. ტრენინგის ბოლოს ვაწარმოეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ.

დღე 5

დღე 5

Thursday, May 8, 2014

დღე 4

დღეს უკვე ყველაფერს "თავისი სახელი" დავარქვით, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, შეფასების დროის ჩარჩოზე, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში და მოვამზადეთ ბლოგზე გადასატანად...ჩვენი პროექტების გეგმები თანდათან სრულყოფილი ხდება. მადლობა, ნათიას კიდევ ერთი საინტერესო დღისთვის :)

Wednesday, May 7, 2014

დღე 3

კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგ-დღე გვქონდა,დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, ჩვენი პროექტებისთვის შევარჩიეთ ესგ-ს საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,ასევე შევარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ ამ პროექტზე მუშაობის დროს,გადავხედეთ ბლუმის ტაქსონომიას. ასევე ვისწავლეთ online კოლაბორაცია-თანამშრომლობა,Google.doc-ებიდან გავაზიარეთ დოკუმენტები,რისთვისაც დაგვჭირდა დოკუმენტის 2-ჯერ გარდაქმნა,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე...ასევე გავაკეთეთ ჩანართები ჩვენს ბლოგებზე, შევაჯამეთ ეს დღეც,მივიღეთ დავალება ჩვენი უსაყვარლესი ქ-ნ ნათიასგან.იმედი მაქვს, ჩვენი ბლოგები თანდათან გალამაზდება და საინტერესო გახდება...

Thursday, May 1, 2014

დღე 2

დღეს ვისაუბრეთ განსახორციელებელ პროექტებზე, ვიმუშავეთ პროგრამა Word-ში,სახელმძღვანელო Viewer-ში , ვნახეთ ბროშურებისა და კედლის გაზეთების შაბლონები. მშობელთა მოტივირებისთვის გავაკეთეთ სასწავლო პროექტის დამხმარე რესურსი "ბროშურა მშობლებისთვის" და შევინახეთ პროექტის დამხმარე საქაღალდეში. ასევე ვისწავლეთ კოლეგების ბლოგზე კომენტარის გაკეთება. მართლაც საინტერესო ტრენინგია, ვფიქრობ, კარგი ბროშურა გამომივიდა.

Wednesday, April 30, 2014

დღე პირველი

გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს Viewer-ს, შევქმენით საქაღალდეები პროექტის პორტფოლიოსთვის, ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი, პროექტის გეგმის შაბლონები, ბლოგს შევუცვალეთ სახელები და შაბლონები, ვნახეთ პორტფოლიოსა და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ტრენინგ-დღემ საინტერესოდ ჩაიარა.