Saturday, March 9, 2013

პროექტი "უდიდესი დღესასწაულები"


პროექტის სახელწოდება:

 „უდიდესი დღესასწაულები“

პროექტის მთავარი იდეა:
 მსოფლიოს უდიდესი დღესასწაულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი წარმოშობის, მნიშვნელობის, პოპულარობის შესწავლა. რა ტრადიციებს უკავშირდება და როდის აღინიშნება ეს დღესასწაულები.
პროექტის აქტუალობა:
 მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ თემა „უცნაური დღესასწაულები“, ისინი  მოიძიებენ ინფორმაციას რამდენიმე დღესასწაულზე,  გაიგებენ როგორც რელიგიური, ისე სამოქალაქო დღესასწაულების მნიშვნელობას, მათი წარმოშობისა და პოპულარობის მიზეზებს, ასევე  მათთან დაკავშირებული ზოგიერთი ცრურწმენის შესახებ.
პროექტის მიზნები:
 მოსწავლეებს განუვითაროს კვლევა-ძიების, ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ისინი შეძლებენ უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის პარალელის გავლებას, მსგავსება- განსხვავებების პოვნას, თავისებურებებზე მსჯელობისას შეძლებენ გამოთქვან საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულება, შეძლებენ ისტ-ის გამოყენებას, პროექტის ბლოგის შექმნას.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი.
ვადები: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ პოსტერებს, სლაიდებს, მოამზადებენ პრეზენტაციას Power Point-ში. ეს განუვითარებს მათ ისეთ კომპეტენციებს, როგორიცაა სოციალური უნარები, ენობრივი კომპეტენცია, ორგანიზებულობა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
 კომპიუტერი, ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა, ფორმატები, ფერადი ფურცლები, მარკერები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1: მოსწავლეები ირჩევენ თემას პროექტისთვის-„უდიდესი დღესასწაულები“, იყოფიან ოთხ ჯგუფად, ირჩევენ დღესასწაულს, რომლის უკეთ შესწავლაც სურთ. I ჯგუფი მოამზადებს მასალებს აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში, II ჯგუფი -აღდგომა ბრიტანეთში, III ჯგუფი - მადლიერების  დღე ამერიკაში, IV ჯგუფი-ჰელოუინის დღესასწაული.
აქტივობა 2: მოსწავლეები ირჩევენ ჯგუფის ლიდერს, ინფორმაციის წყაროს, ისტ-ტექნოლოგიებს,ისახავენ მიზნებს, ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 3: მოსწავლეები ჯგუფებში და ინდივიდუალურად იძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, აანალიზებენ მას, აზუსტებენ დეტალებს მასწავლებელთან.
აქტივობა 4: თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას Power Point-ში,  წარმოადგენენ მას, საუბრობენ, როდის და როგორ აღინიშნება ეს დღესასწაულები, რატომ განსხვავდება მათი აღნიშვნის დრო, რა ტრადიციებია დამახასიათებელი თითოეული მათგანისთვის, განსაკუთრებული საკვები, რომელიც მზადდება, სამოსი, რომელიც აცვიათ. მოსწავლეები საუბრობენ ზოგიერთ ცრურწმენაზე, რომელიც დღესასწაულებს უკავშირდება.
აქტივობა 5: პრეზენტაციის ბოლოს მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული  შეფასების სქემის მიხედვით. მოსწავლეები იგებენ, სამუშაოს რა ნაწილი შეასრულეს წარმატებით და რა გააუმჯობესონ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს. IV. 21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.
უცხ.ს. IV. 23. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს. IV. 24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ.ს. IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
უცხ.ს. IV.27. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს. IV. 29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის  მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
 ელენე ლაბაძე, labadze.elene@gmail.com




         
   

No comments:

Post a Comment