ჩვენი ტრენინგი დასრულდა... დიდი სურვილი მქონდა, ეს მოდული გამევლო. ჩემი მოლოდინი გამართლდა, ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ, დღეს გავაკეთეთ ჰიპერლინკები პროექტის გეგმაში, პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე, ასევე ვისწავლეთ დოკუმენტის ჩამატება ბლოგზე ატვირთულ მასალებში (საქაღალდეებში). ტრენინგის ბოლოს- პრეზენტაციები...ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჯერ არ გამივლია...მადლობა, ნათია... ყველას გისურვებთ წარმატებებს :) :)
Friday, June 6, 2014
Thursday, June 5, 2014
დღე 8
დღეს ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და მოგვიანებით ვწერ რეფლექსიას. მოვამზადეთ ფასილიტაციის დოკუმენტი, პროექტის გეგმაში გავწერეთ აქტივობები, ასევე სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, დამხმარე რესურსები. დავასრულეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე მუშაობა, ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის :)
Wednesday, June 4, 2014
დღე 7
დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გავწერეთ აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით, გავიხსენეთ გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის" თეორია, ძალიან მომეწონა ნათიას პრეზენტაცია. ასევე გავაკეთეთ თვითშეფასების რუბრიკა...ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია, ბლოგზე გვერდის დამატება ძალიან სახალისო იყო, ასევე დავიწყეთ მოსწავლეთა დამხმარე დოკუმენტის შექმნა. ვერც გავიგეთ, ისე გვიდა ოთხი საათი... ნათია ნამდვილი საოცრებაა :)
Subscribe to:
Comments (Atom)
